როგორც ჩანს, 54 წლის სელმა ჰაიეკი მრავალმხრივ ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი ყოფილა. ახლახანს მან 18 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს ვიდეო გაუზიარა, სადაც ბრიტნი სპირსის ჰიტზე, Baby One More Time ენერგიულად ცეკვავს, ჰაიეკს მუქი ლურჯი შარვალი და მაისური აცვია.
შეგახსენებთ, სელმა ახალ ფილმში „ჰიტმენის ცოლის მცველი“ მონაწილეობს, სადაც მას პარტნიორობას რაიან რეინოლდსი და სემუელ ელ ჯექსონი უწევენ.
რაიან რეინოლდსი, სელმა ჰაიეკი და სემუელ ელ ჯექსონი მძაფრსიუჟეტიან კომედიაში „ჰიტმენის ცოლის მცველი“
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ „მარველის“ ახალი ფილმის „მარადიულები” პირველი ტრეილერი გავრცელდა. სადაც სელმა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და სხვები… ,,მარადიულების” პირველი ტრეილერი გავრცელდა
