LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბრწყინვალე დუეტი! თქვენს მოსმენას არაფერი სჯობს“ – ოთო ბაზერაშვილის და ნიკოლოზ ხარატის მიერ შესრულებული „საზამთრო“ და მოხიბლული მსმენელი

289
ოთო ბაზერაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ გასულ ეპიზოდს ახალგაზრდა მომღერლები, „რანინას“ ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენლები – ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი სტუმრობდნენ.

ვიდეო: „არის მომენტები როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ და უხერხულ სიტუაციებში ვვარდები…“ – ნიკოლოზ ხარატი „იმედის“ ეთერში მშობლებზე გულახდილად საუბრობს

ნიკოლოზმა და ოთომ გულახდილად უპასუხეს გადაცემის წამყვანის მიერ დასმულ მრავალ შეკითხვას, გადაცემის ბოლოს კი აუდიტორიის წინაშე მორიგი დუეტით წარდგნენ.

მათ ჯანსუღ კახიძის „საზამთრო“ საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულეს და მსმენელისგან, კვლავ, უამრავი დადებითი შეფასება მიიღეს.

„პოზიტიური ტანდემი! ბრწყინვალე დუეტია“, „თქვენს მოსმენას არაფერი სჯობს“, „საქართველოს საუკეთესო შვილები ხართ“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი | საზამთრო

🎶 ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი | საზამთრო

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on ორშაბათი, 28 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g