მომღერალი თამარ ივერი მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის საქორწინო ცერემონიიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს, როდესაც ხელის მოწერის დროს წყვილმა ერთმანეთის წინაშე ფიცი დადო.
„ჩემო უძვირფასესო მარიამ! ამ განსაკუთრებულად დაუვიწყარ დღეს ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგვანან, ცეკვავენ ჩვენი ჰარმონიითა და სიხარულით, რადგან წინ გველის ცხოვრება, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ.
პირველივე წამიდან, როდესაც შენს თვალებში ჩავიხედე და ვიგრძენი შენი სულიერი სილამაზე და სითბო.
ყოველ დღე მჩუქნი უამრავ საჩუქარს, მანიჭებ წარმოუდგენელ შთაგონებას, სავსეს სიყვარულით, სიმშვიდითა და სიწმინდით.
გპირდები, რომ მუდამ დაგაფასებ და პატივს გცემ. გპირდები, რომ ვიქნები შენს გვერდით, დაგიჭერ მხარს და ერთად შევხვდებით ყველა გამოწვევას. გპირდები, რომ ჩვენი ურთიერთობის საფუძველი იქნება ურთიერთპატივისცემა, გულწრფელი კომუნიკაცია. გპირდები, რომ მოგანიჭებ სიმშვიდეს, სანდოობას, თავდაჯერებასა და თავისუფლებას, რომ ყოველთვის იყო ის ვინც ხარ! გპირდები, რომ ჩვენი სახლი იქნება სიყვარულის, სიცილისა და სინათლის სიმბოლო.
შენ აგირჩიე ჩემო უძვირფასესო მარიამ, რომ იყო ჩემი მეუღლე, ჩემი პარტნიორი, და მარადიული მეგობარი.
მიყვარხარ მთელი გულით და სულით“, – მიმართა კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს.