LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჩემი მეუღლეა ერთ-ერთი. ცოცხალიაო მეუბნებიან და ჯერ არ ამოუყვანიათ – მიწის მასაში მოყოლილი ერთ-ერთი კაცის მეუღლე

437
tyibuli ----

ტყიბულში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, ამ დრომდე გრძელდება მოქალაქეების ძებნა. ადგილზე ერთ-ერთი ადამიანის მეუღლე იმყოფება, რომელიც „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი მეუღლის შესახებ ინფორმაცია, მაშველებმა მიაწოდეს და უთხრეს, რომ ცოცხალია.

„რემონტზე მუშაობდნენ. ჯერ არ ვიცით არაფერი… ჩემი მეუღლეა ერთ-ერთი. ცოცხალიაო მეუბნებიან და ჯერ არ ამოუყვანიათ. არ ვიცი არაფერი. 64 წლის არის ჩემი მეუღლე. მაშველები მალე მოვიდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ტყიბულში, სადაც ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა: ტყიბულის მერი

ტყიბულის შახტაში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა: საგანგებო სიტუაციების სამსახური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები