„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში მომღერალმა ნინი შერმადინმა ლარა ფაბიანის კომპოზიცია Je Suis Malade შესანიშნავად შეასრულა.
Je Suis Malade – საახალწლო ეთერში ნინი შერმადინმა ცნობილი სიმღერის საოცარი ვერსია შემოგვთავაზა
ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული სიმღერა მისთვის გამორჩეულად საყვარელია და მთელი გულით იმღერა.
„ლარა ფაბიანი ჩემთვის განუმეორებელი და გენიალური მომღერალია! არ ვიცი ფრანგული, არასდროს მიმღერია, ძალიან სპეციფიკური და ფაქიზად გამოსათქმელი ენაა, ბევრი ვიწვალე, მაგრამ აქცენტი მაქვს და ალბათ სიტყვებსაც ვერ გამოვთქვამ სწორად.
ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა და მთელი გულით ვიმღერე. გადავწყვიტე ფრანგულის სწავლა დავიწყო. დიდი მადლობა „მთავარს“, რომ არ დავავიწყდი და ეს ვიდეო დარჩება ჩემი სიმღერის ისტორიაში.
ასევე, დიდი მადლობა ბრენდ „Anastasia“ Eka Mgaloblishvili-ს ულამაზესი კაბისთვის“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
ლარა ფაბიანი, ჩემთვის განუმეორებელი და გენიალური მომღერალია! არ ვიცი ფრანგული, არასდროს მიმღერია, ძალიან სპეციფიური და…
Posted by Nini Shermadini on ორშაბათი, 01 იანვარი, 2024
