12 აგვისტო ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა.
ნიკო 26 წლის გახდებოდა.
თარიღს სოციალურ ქსელში ნიკოს დედა, იზა ომაძე ეხმაურება და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს. ამასთან, იზა ომაძე ნიკოს ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის იუბილეს ოჯახურ გარემოში აღნიშნავს.
„11 აგვისტო მიილია წმინდა ნიკოლოზის ხორციელი შობის დღე, ვდგავარ 12 აგვისტოს ზღურბლთან, არც კი ვიცი როგორ დავწერო, 26 წელი შეუსრულდა, შეუსრულდებოდა, ვერ შესრულებული 26 წელი თუ მარად 22 წლის ნიკო…
ასახსნელი არ მაქვს თუ როგორი იქნებოდი 26 წლის!!!
ადამიანებმა, სრულიად უცხოებმაც, ვისაც აღზრდასთან, ოჯახთან , პროგრესთან და განათლებასთან აქვს საქმე ისედაც წარმოიდგენენ…
თუმცა ბოროტმა გვაჯობა ის უფრო ადრე მიხვდა შენს შესაძლებლობებს, სწორედ ამიტომაც არ გაცალა ამ ქვეყნად ყოფნა!!!
რაც ცას წახვედი, სულ ჩამესმის შენი ხმა:
“მე დავბრუნდები საიქიოდან,
მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,
მე დავბრუნდები თავისუფალი
სიკვდილისა და სიმარტოვისგან.
მე აღარ წავალ, სულ აქ ვიქნები,
საუკუნიდან საუკუნეში,
მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები, სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.”(გ.ჩ)
გვწამს და გვჯერავს რომ ყველაფერი ასე, ზუსტად ასე იქნება უფლის წყალობით!!!
ბოლოს ისევ ერთად ვიქნებით
ისევ ერთხმად, ჩვენ სიკეთით ვძლევთ, ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუნდობელს, ზოგჯერ მშვენიერს….
დაბადების დღეს გილოცავთ ნიკო შვილო შენი ოჯახი, უსაშველო ტკივილით და მონატრებით…
გვიჭირს სულის ტკივილამდე უშენობა, უნდა გვაპატიო შვილო, ბოროტს მხოლოდ ქრისტემ სძლია, მხოლოდ ქრისტემ!!!!
ამიტომ ჩვენც მას მივენდეთ და ბოლოს მასთან ერთად მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ!!!!
სულ გამარჯვებული იყავი ბავშვობიდან დედი და ალბათ ისიც უნდა გენახებინა ყველასთვის როგორ გაიმარჯვე სიკვდილზე!!!!
შენ გაგიმარჯოს, შენს ვერ გაჩერებულ გულს და მაჯისცემას გაუმარჯოს, ჩემო, ჩვენო და ყველას ნიკო!!!
P.S.ვიდეო 12 აგვისტოს, იალტაშია გადაღებული, დაბადების დღე, ოჯახურ გარემოში ავღნიშნეთ, ზუსტად ვიცი რაც ჩაიფიქრე დედი, და ისიც ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი ახდება!!!!
შენი საქართველო, შენ რომ წარმოგედგინა ისეთი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!!!!“ – წერს იზა ომაძე.