LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „და­ნის პირი არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი თავ­ში, იმ სიმ­ძლავ­რით და­არ­ტყა თა­ვის არე­ში, რომ და­ნის პირი გა­და­ტყდა, ამ­გვა­რი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა პრაქ­ტი­კა­ში არ მქო­ნია“ – რას ჰყვება პროკურორი ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაზე

1107
BeFunky-collage (2)

რამდენიმე დღის წინ ლილოში მომხადრმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.

22 წლის ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული სხეული მის სახლთან იპოვეს.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია, მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე „ტვ პირველთან“ ამ­ბობს, გო­გო­ნას 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად თა­ვის და ზურ­გის არე­ში.

„ამ­გვა­რი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა პრაქ­ტი­კა­ში არ მქო­ნია. ამ­გვა­რი ჭრი­ლო­ბე­ბი, რომ არც ერთი ორ­გა­ნო მთე­ლი არ ჰქონ­და, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში არ ყო­ფი­ლა. ქე­თის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე 59 ჭრი­ლო­ბაა, სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ად­გი­ლას. და­ნის პირი არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი თავ­ში, ანუ იმ სიმ­ძლავ­რით და­არ­ტყა თა­ვის არე­ში, რომ და­ნის პირი გა­და­ტყდა. ზურ­გის არე­ში ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბაა. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან წაქ­ცე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე გა­აგ­რძე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი არ უარ­ყოფს, რომ არის ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მან გან­მარ­ტა, რომ შემ­თხვე­ვის დღეს რამ­დე­ნი­მე ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მო­იხ­მარ­და მათ შო­რის „ამ­ფე­ტა­მინ­საც“. თუმ­ცა სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რებ­ში არც ნარ­კო­ტიკ­ზე და არც ფულ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. მათ შო­რის არის მი­მო­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეპყრო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვილს. რომ მის გა­რე­შე არა­ვის უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოს, არ უნდა გა­ად­გილ­დეს და მსგავ­სი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბით… არის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტექ­სტე­ბიც“ – ამ­ბობს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები