LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დათო არჩვაძეს შვილთან მიახლოება ეკრძალება: „ერთხელ შემთხვევით ვნახე, დავლიე და კინაღამ ავარიაში გარდავიცვალე…“

36145
datoarchvadze

დათო არჩვაძე „ფარულ კონვერტს“ სტუმრობს და სხვა თემებთან ერთად თავისი პირველი ქორწინების შესახებ საუბრობს, რომელიც მომღერალ სოფო კუჭავასთან აკავშირებდა. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათ ერთი შვილი ჰყავთ. დათო არჩვაძე პირველ ქორწინებას შეცდომად მიიჩნევს – „ალბათ, იმიტომ იყო დაშვებული ღმერთისგან ეს განსაცდელი, რომ შემდეგ მეოჯახე, მრავალშვილიანი მამა გავმხდარიყავი. ძალიან დიდი კომპენსაცია მქონდა უფლისგან ურთულესი პერიოდის მერე, რაც გამოვიარე. ამას ვაღიარებ, მაგრამ მართლა ჯილდოდ მივიღე, დღეს რაც მაქვს, ჩემი მეუღლისა და შვილების სახით. ასევე იმ ადამიანსაც ჰყავს მეუღლე და შვილი. ის, რა ისტორიაც იყო, ვერ შეცვლი“, აღნიშნავდა ერთი წლის წინ მომღერალი და კომპოზიტორი „სიცრუის დეტექტორში“. იქვე გიორგი გასვიანს გაუზიარა თავისი გულისწყვეტა შვილთან დაკავშირებით – „ჩემი შვილი უკვე 12 წლისაა. წლების განმავლობაში, ურთიერთობა, სამწუხაროდ, საერთოდ არ მაქვს, მოკითხვის დონეზეც კი ვერ მაქვს… შარშანწინ შემთხვევით, მე და ჩემი მეუღლე ლიფტიდან გამოვდიოდით, გაიღო კარი და ძიძასთან ერთად იდგა ჩემი შვილი. სასწაული იყო ეს ჩემთვის… ჯერ რამდენიმეწამიანი საოცარი პაუზა იყო. არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი მეუღლის ოცნება იყო ჩემი შვილის ნახვა. მივედი და შუბლზე ვაკოცე, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები-მეთქი. ბავშვის სახეზე იმხელა სიხარული იყო, თითქოს ბევრი ტრავმა მოეხსნა ჩემი ნახვით და მეც, რა თქმა უნდა… იმ პერიოდში დავლიე, ნასვამი დავჯექი საჭესთან და ავარიაში ლამის გარდავიცვალე… ის შეხვედრა ჩემთვის შოკური იყო. ჩემთვისაც ამოუხსნელია, რატომ არ შეიძლება მქონდეს შვილთან ურთიერთობა… მე არ ვარ ამაში დამნაშავე. ბევრი მიზეზის გამო შეიძლება იყოს ეს, თუმცა დღემდე არ ვიცი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პრობლემა არ გვარდებოდა და სამწუხაროდ, ფარ-ხმალი დავყარე…“

დათო დღემდე ვერ ახერხებს შვილის ნახვას და ამის შესახებ ია ფარულავასთან ინტერვიუშიც საუბრობს.

დათო ამბობს:

„ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა ამ ყველაფერს… სასამართლოთი მეკუთვნის, მაგრამ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g