მომღერალი გია ბაღაშვილი საკუთარ გადაცემაში შვილებთან ერთად რევაზ ლაღიძის სიმღერას „თბილისო“ ასრულებს.
მამა-შვილი ბაღაშვილების მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.
„ეს ერთი და სხვა მრავალი მამიკო“ – გია ბაღაშვილი უფროსი შვილის მორიგი წარმატების ამბავს გვიზიარებს
„მამა შვილი ბაღაშვილი!!! ???? ქართული კულტურის კორიფე, ლეგენდარული მამა და შვილი“, „ბრავო! მშვენიერი შესრულებაა, გაიხარეთ, ყველანი საუკეთესო ხართ მაგრამ პატარამ მომაჯადოვა! გაიხარეთ ბატონო გია, თქვენს შვილებს სხვა გზა არა აქვთ, სასახელონი უნდა იყვნენ!!!“, „,,მამით არ მოდის ანდერძი,პაპით და პაპის პაპითა”… დაუმარცხებელი ქართული გენი! ქედს ვიხრი ამ ღირსეული ოჯახის წინაშე. იდღეგრძელეთ ბაღაშვილებო.❤️❤️❤️❤️❤️“, „თქვენ გაიხარეთ! გემღერებოდეთ მრავალჟამიერ! ????❤❤❤❤“, „მამის ეტალონი… საამაყო ქართველი ასევე საამაყო ქალიშვილებთან ერთად! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ ბატონო გია!❤️“, „სამაგალითო მამა და შვილები❤️❤️❤️❤️“, „რა შვილები და რა მამიკო…თქვენ გაიხარეთ,ყოჩაღ❤️❤️❤️❤️“, – აღნიშნავენ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს კომენტარებში, რომელსაც 75 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
რევაზ ლაღიძის “თბილისო” ?რევაზ ლაღიძის “თბილისო” – მღერიან გია, ნინი, ლიზა, მარიამ და ანასტასია ბაღაშვილები ?Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on Thursday, 15 June 2023
