ვიკა ბუკიას პოდკასტში „ვიკასთან“ რუსკა მაყაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტა მისმა დამ, ბესო ზანგურთან ქორწინების დეტალები საჯაროდ გამოეტანა და აღნიშნავს, რომ ეს პირადად მისი დამსახურებაც არის:
„ყველამ იცოდა ეს ამბავი… ნინუცა პატარა იყო, 21 წლის, სამი წელი იწვა, ჩავარდა ლოგინად, არაფერი მინდაო. ინერციით გავყევით ყველაფერს. იმ პერიოდში, ტელევიზორში ვნახე, ბესო ზანგური როგორ იჯდა და ლაპარაკობდა იმის შესახებ, როგორი კარგი მამაა. ნინუცას ვანახე, შეხედე-მეთქი. იმ პერიოდში ია ფარულავამ დაუძახა „ფარულ კონვერტში“. კონვერტში იდო ეს კითხვა და ნინუცამ დამირეკა, გავხსნა თუ არა კონვერტიო. სპეციალურად გავაკეთეთ, რომ გახეთქილიყო ეს ამბავი. ამის მერე დავტრიგერდი მე. ნინუცა არა. დიდი დრო იყო გასული, ნინუცაც დიდი გოგო გახდა, გადახარშა და მოძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ მოძლიერებული იყო და ყველანაირად გვერდში ვედექით, მაინც ნერვიულობდა. ყველა შენ გვერდით ვართ-მეთქი… მერე მთელი ქვეყანა გვერდში დაუდგა…“
