გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში – „დედას“, საკუთარი დედის შესახებ მომღერალმა ნუცა თოფურიამ ემოციურად ისაუბრა.
ნუცას თქმით, მისთვის დედა მთავარი მოტივატორი და დედობის, სილამაზის და ქალის ეტალონია.
რუბრიკაში ნუცამ დედასთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებებიც გაიხსენა და მას მიმართა:
„დედა ჩემი მთავარი მოტივატორია – დედობის, ქალის, სილამაზის ეტალონია. დედა იამაყე, რადგან შენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოს თავდადებული.
ეხოზე რომ მითხრეს გოგოაო, ჩემს ფიქრებში და ოცნებებში როგორიც წარმომედგინე, ზუსტად ასეთი ხარო.
იმდენი გააკეთა, რომ დღეს მე სცენაზე ვდგავარ. რუსთაველზე ვსეირნობდით, მკითხა, ნიჭიერთა ათწლედში გამოცდაზე მიხვალო? ქუჩიდან ალბათ არავინ მისულა, მიმიყვანა და ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი რაღაცები დაიწყო.
ყოველთვის ყველგან დამყვებოდა. საკუთარი ცხოვრება გადადო და მე და ჩემს ძმას დაგვითმო, ძალიან მეგობრულია, სიმშვიდის და სიწყნარის განსახიერებაა.
დედას არასდროს შეშლია – ყოველთვის, სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორ რჩევას მაძლევს.
როდესაც „ანა-ბანაში“ მივედი, დედა სულ ჩემთან ერთად იყო, მუშაობდა, მაგრამ აბსოლუტურად მიატოვა და ის პერიოდი მე მომიძღვნა.
მისი წყალობით იმდენად შევდექი, რომ შემიძლია, რასაც ხელს დაადებს, მაქსიმალურად ვეცადო, შევუსრულო, სამოგზაუროდ წავიყვანო, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს“, – ამბობს ნუცა თოფურია.
რა დათმო ნუცა თოფურიას დედამ შვილის კარიერისთვის🥰😇 “ ეხოზე რომ წავედი და მითხრეს გოგოაო, ზუსტად ისეთი გოგო წარმოვიდგინე, როგორიც შენ ხარ” – დედის ეს სიტყვები ნუცა თოფურიას ცხოვრების მთავარი მოტივაცია გახდა 💫 მშობლის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დღეს მომღერალი სცენაზე დგას და მსმენელს გამორჩეულად უყვარს 💕 რა დათმო ნუცა თოფურიას დედამ შვილის კარიერისთვის და ვინ არის ის, რომელიც კამერების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდება…. 📍სალომე კახეთელიძის რუბრიკა “დედას”….
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 15 ივლისი, 2024