9 წლის დათი ქოქრაშვილი, რომლის ამბავმა გასულ წელს მთელი საქართველო შეძრა, ხანგრძლივი მკურნალობის კურსისა და არაერთი ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს.
დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში მხიარულ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს რომ დათი ატრაქციონებზე ერთობა.
„დიდი ხანია ასე აღარ უხალისია…სადაც ჩავეტიეთ ყველგან ვიჯექით…ძალიან დიდი მადლობა შუმბალენდს, ხშირად გესტუმრებით ხოლმე”, – წერს დათის დედა.