აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს 2012 წელს, ტრამპის საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტის სასახლეში გადაღებულ კადრებს, რომელშიც სააკაშვილი ტრამპს ბრწყინვალების ორდენით აჯილდოებს.
აღნიშნულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი ამბობს:
„ის კაცი [დონალდ ტრამპი], ვინც დღეს აქ ჩამოვიდა, არის ძალიან განსაკუთრებული, არის ბევრად უფრო პოპულარული, ვიდრე აბსოლუტური უმეტესობა პრეზიდენტების – თუ ყველა არა მსოფლიოში. ის არის ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ადამიანების უმეტესობა, რომელიც მე, პირადად, ცხოვრებაში შემხვედრია.
დონალდ ტრამპის ყოფნა საქართველოში ჩემთვის არის ყველაზე უტყუარი პასპორტი – უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის დასკვნა, რომელიმე პოლიტოლოგის ან ანალიტიკური ცენტრის გამოკვლევა.
ეს არის ჩემთვის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას…
ჩვენ გვაქვს საქართველოს უმაღლესი ჯილდო – ბრწყინვალების ორდენი, რასაც იშვიათად ვაძლევთ ვინმეს, მით უმეტეს, უცხოელებს. მე ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არის მსოფლიოს მასშტაბით წარმატების და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუში და ამიტომ, მისთვის ამ ორდენის გადაცემა ჩემთვის არის დიდი პატივი და სიამოვნება, ისევე როგორც დიდი სიამოვნებაა, მას მივესალმო ჩვენთან, საქართველოში“, – აღნიშნავს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.
დონალდ ტრამპის დაჯილდოება, 2012 წელიდონალდ ტრამპის დაჯილდოება, 2012 წელი
Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024
შეგახსენებთ, Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა