LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან არ მომწონს, როდესაც ფარ-ხმალს ადვილად დაყრიან ხოლმე, არაფერი ამ ქვეყანაზე მარტივი არ არის“ – რას ამბობს ნინი შერმადინი ემიგრაციაში ცხოვრებაზე

234
ფორტუნა (1)

გადაცემაში „რა გვსურს ქალებს“ მომღერალი ნინი შერმადინი იყო.

ნინი  ბავშვობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელი მისი ძმის შეყვარებულის საპატივსაცემოდ დაარქვეს.

„ჩემი ძმას ის გოგო სკოლაში უყვარდა. მერე, რა თქმა უნდა, დაშორდნენ ერთმანეთს, მე რომ დავიბადე, ბევრს ფიქრობდნენ რა დაერქვათ. ნათიას ფიქრობდნენ, მაგრამ მამა საშინლად წინააღმდეგი იყო.

კობა მოვიდა და ნინო სად არისო,  იკითხა. ასე დამერქვა ნინო“. – ამბობს ნინი.

ნინი იხსენებს, რომ რაც თავი ახსოვს, სულ მღერის და აღნიშნა, რომ გზა, რომელიც გაიარა, მარტივი არ იყო.

„ემიგრაციაში როდესაც მიდიხარ, მით უფრო იმ ასაკში, როცა მე გადავწყვიტე, რომ მარტოს უნდა ამეკიდებინა საპალნე. რისკიანიც ვარ და ალბათ ამიტომაც შევძელი ეს ყველაფერი. ძალიან არ მომწონს, როდესაც ფარ-ხმალს ადვილად დაყრიან ხოლმე , არაფერი ამ ქვეყანაზე მარტივი არ არის. მე როგორც აღმოჩნდა, მაქსიმალისტი ვარ შინაგანად და არასდროს მაკმაყოფილებს ის რაღაც, რასაც ვაღწევ“. – ამბობს ნინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g