LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მინდოდა, პირველი შვილი გოგო მყოლოდა და მისთვის ცისანა დამერქმია… ჩემთვის მთავარი არის შვილი…“ – ჯემალ სეფიაშვილის 52-წლიანი ოჯახური ბედნიერება

260
0a671485-294d-480e-becf-8cc0d45ea239

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი „დღის პოსტს“ ესტუმრა და თავისი ოჯახის, მეუღლისა და ქალიშვილის შესახებ ისაუბრა.

„სიყვარული არის მთავარი ღერძი ადამიანისა და ადამიანობისა, რომ ხარ, უნდა გიყვარდეს და შენც უნდა უყვარდე… ეს არის წლები შენი არსებობისა, თუ გნებავთ, შემოქმედებისა, თუ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის მიმართ დამოკიდებულებისა. მერე კი თქვენნაირი ხალხი იტყვის, ჩვენთვის საყვარელი ადამიანიაო (იღიმის).

კაფე „ნარგიზი“ გახსოვთ რუსთაველზე. თეთრი ლაბადა მამიდაჩემმა ჩამომიტანა იუგოსლავიიდან… „სანთლები“ ჟღერდა ყველა უთოში. დავინახე ლია დევდარიანი, ჩემი მეგობარი, მის გვერდით მანანა, რომელიც მისი კარის მეზობელი ყოფილა. მეტი რაღა უნდა მოგიყვეთ? (იღიმის). პირველი ნახვით დენმა დამარტყა… ერთმანეთი სექტემბერში გავიცანით. 15 მარტს გვქონდა ქორწილი. 52 წელია უკვე, რაც ერთად ვართ. 50 წელი აღვნიშნეთ დიდი პურმარილით, სტუმრებით… იდეა ვისი იყო? ასეთი შეკითხვა აღარ დამისვათ – ყველა იდეა არის მანანასი. ჩემი იდეაც რომ იყოს, მაინც ვიტყვი, რომ მანანასია (იცინის).

ბატონი ჯემალი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია, რადგან ორი ქალის ხელშია…

მე ერთი ქალი მივლის, ცისანას თავისი ჰყავს ბევრი მოსავლელი (იღიმის). მე მინდოდა პირველი შვილი გოგო… მინდოდა, რომ მისთვის ცისანა დამერქმია, მანანას დედას და დიდ ბებიას ერქვა ცისანა, ამიტომ ტრადიცია რომ გამეგრძელებინა, ჩემს შვილსაც დავარქვი… გიჟი მამა დღესაც ვარ. მამა თუ ხარ, გიჟი უნდა იყო, აი, რომ გაკლია, რა… შვილი თუ გიყვარს დედას, მამას, დაცენტრილი ხარ მთელი ცხოვრება. ჩემთვის მთავარი არის შვილი. შვილიშვილი არის ძალიან დიდი სიყვარული, დიდი სიამაყე, მაგრამ კიდევ არის შვილთაშვილი, გვყავს ნიკო წერეთელი… ასე კი არ არის…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g