LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მოკრძალებული ცერემონია გვქონდა, მხოლოდ ოჯახის წევრებთან…“ – მარიამ შარმანაშვილი „ფორტუნასთან“ ჟენევაში გამართული ხელმოწერის ცერემონიის შესახებ საუბრობს

3395
მარიამ შარმანაშვილი

იტალიური კინოს ლეგენდის, სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი ოფიციალურად დაოჯახდნენ.

მოგეხსენებათ, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 26 ივლისს თბილისში, ქართული ტრადიციების სრული დაცვით გადაიხადა.

ფოტო, ვიდეო: კარლო პონტი ჩოხით და მარიამ შარმანაშვილი ულამაზესი საქორწინო კაბით – ლეგენდარული სოფი ლორენის ვაჟმა და მისმა რჩეულმა ჯვარი საქართველოში დაიწერეს

ახლა კი მათი სიყვარულის ისტორია ჟენევაში გაგრძელდა – სწორედ იქ გაიმართა ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც თავად სოფი ლორენიც დაესწრო.

„დიდი მადლობა მოლოცვისთვის, [ხელმოწერა] არა იტალიაში, არამედ ჟენევაში შედგა. თუ ის აინტერესებს ხალხს, იყო თუ არა დიდი ქორწილი, არა, ძალიან მოკრძალებული ცერემონია გვქონდა, მხოლოდ ოჯახის წევრებთან და ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად“, – უთხრა „ფორტუნას“ მარიამ შარმანაშვილმა.

მან ჟენევიდან ხელმოწერის ცერემონიის კადრებიც განათავსა.

„ოფიციალურად ცოლ-ქმარი. დაე, ჩვენი სიყვარული მარადიულად ანათებდეს“, – წერს მარიამი და ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებს.

„ხშირად დასმულ კითხვებს შორის უკონკურენტოა ეს კითხვა…“ – აპირებენ თუ არა შვილის ყოლას კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი – რას პასუხობს გამომწერის ამ კითხვას სოფი ლორენის რძალი

ვიდეო: „როგორი დედამთილია უნიჭიერესი სოფი ლორენი“ – მარიამ შარმანაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g