მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას „ავე მარია“ მიუძღვნა. შესაბამისი ვიდეო მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მარადიულ ხსოვნას“, – წერს მომღერალი.
მომღერალმა მანამდე ვიდეო გაუზიარა თავის გამომწერებს, სადაც საუბარია, თუ როდის და რატომ გადაწყვიტა პატრიარქმა „ავე მარიას“ დაწერა. როგორც პატრიარქი ვიდეოში ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება სოფო ნიჟარაძის მოსმენის შემდეგ მიიღო.
„ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე, მთელი ცხოვრება მემახსოვრება“ – სოფო ნიჟრაძის მადლობა პატრიარქს
„ისეთი ნაზი და მოსაწონი იყო, რომ იმ საღამოს გადაწყდა, რომ მე უნდა დამეწერა „ავე მარია“.
წლების წინ გადაღებული ვიდეო სოფო ნიჟარაძემ შემდეგი აღწერით გააზიარა:
„ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები ყოველი სიტყვისთვის“, – წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მარადიულ ხსოვნას
Posted by Sofia Nizharadze on შაბათი, 21 მარტი, 2026
