LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელტონ ჯონმა აქამდე გამოუქვეყნებელი ნამუშვარი გაავრცელა

82
Elton-video

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, სერ ელტონ ჯონმა აქამდე გამოუქვეყნებელი, უცნობი კომპოზიცია, Regimental Sgt. Zippo და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეო სრულიად ანიმაციურია.

კომპოზიცია 1969 წელს, არტისტის ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომში უნდა შესულიყო, თუმცა, სიმღერა  ჩანაწერში ვერ მოხვდა. ახლა კი ნამუშევარი, 51 წლის შემდეგ არტისტის მომავალ ბოქს-სეტში Jewel Box შევა. ალბომის პრემიერა  13 ნოემბერს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები