LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე, ხალხო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?“ – რას ამბობს ნანუკა გულუა „იმედის დღეში“

828
ნანუკა გულუა

17 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გასულ სიუჟეტში, „იმედის“ თანამშრომლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მათსა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგზე საუბრობდნენ.

ვიდეო: „მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, თქვენ თვითონ შეგრცხვებათ“ – გადაცემის „იმედის დღე“ წამყვანები კოლეგების ბულინგზე

სიუჟეტში, სახელწოდებით „ბულინგი „იმედის“ სახეებზე“, ისაუბრა მსახიობმა და „იმედის“ წამყვანმა ნანუკა გულუამაც, რომელმაც თქვა, რომ მას „ერის მოღალატეს და ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს ეძახდნენ“.

ამავე სიუჟეტში, ნანუკა გულუამ მის მიერ, 8 დეკემბერს დაწერილი სტატუსიც გაიხსენა.

„ჩემი მეგობარი მახარას გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, ჩემი ბავშვობის მეგობარი გურამი მე და ჩემს მუცლად მყოფ შვილს, ფიზიკურად, ჯანმრთელობის ფასად გვეტკინა…! რა გიმტკიცოთ? რომ „იმედზე“ ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის!“ – ნანუკა გულუა

„როდესაც ეს სტატუსი დავწერე, ეს არ ყოფილა დაუფიქრებელი და უცებ გაბრაზებულზე დაწერილი. ადამიანი არ უნდა იყო, რომ ეს შენთვის სულერთი იყოს და არ გაღელვებდეს. ასეთი ადამიანები „იმედში“ არ მუშაობენ, „იმედში“ ადამიანებს, დიახ, სტკივათ, განიცდიან, გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ადამიანების ცემა, ტკივილი, დიახ, „იმედის“ თანამშრომლებისთვისაც ძალიან მტკივნეულია, როგორც უნდა წარმოაჩინონ ეს ყველაფერი.

„ინბოქსში“, სადაც მოდის შეტყობინება, „ამოწყდით“, „შენ უსინდისო“, „სამარცხვინო“, ეს შეტევები იმდენად მტკივნეულია, გულწრფელად ვამბობ, რომ ხანდახან ისეთ ემოციებს ვგრძნობდი – თავიდან, ტვინიდან და ზოგადად ორსული ქალი, ურთულესი იყო

ერის მოღალატე, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქე, აი, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე. ხალხო, რა კრიტერიუმით, რაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე ეძახით ადამიანებს მოღალატეებს, რუსებს? რუსი საერთოდ თუ ჰყავთ ნანახი, რუსის ჩექმა თუ აქვთ განცდილი? მე ვარ ზუგდიდელი და აფხაზეთის ომი, სადაც ფეხით შეიძლება გადასვლა და გადმოსვლა, თავიდან ბოლომდე ტრავმირებულია ჩემი ბავშვობა, აწმყო და მომავალი, რუსის და იმ ომის გამო, რაც სამეგრელოში დაატრიალეს.

ყველას, ცალსახად, აზრი აქვს ერთი, რომ დიახ, ევროპულ კურსს ვადგავართ და საქართველო ევროპის გარეშე არავის წარმოუდგენია…

დამთავრდება ეს ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად შევხედავთ ადამიანებს ძალიან ამაყად, სუფთად, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვაში და ჩვენს საქციელში არაფერია სამარცხვინო, მაგრამ მათ აუცილებლად მოერიდებათ“, – ამბობს ნანუკა გულუა აღნიშნულ სიუჟეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g