ზურა ხაჩიძე გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) გადაცემაში გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით, გაოცებულია.
ზურა ხაჩიძე:
„მაინც რაღაცნაირად გაჩუმებული ვიყავი, ხმას არ ვიღებდი, ეს რა ვნახე?! კაცი კვდებოდა თურმე და გუშინ გამოვიდა და პოლიტიკას ვუბრუნდებიო, კარგად ვარო და ყველა პროცესს უნდა დავესწროო..
დაფეხმძიმება, აი, პერსონალიზაცია არ მინდა, თავს შევიკავებ მაგრამ ემთხვევა მის კრიტიკულ მომენტს, რომ ამბობდნენ – კვდება, კვდება, კვდებაო..“
გია გაჩეჩილაძე:
„ეს ხალხი სად არის მიშა კვდებაო რომ იძახდა? სად არიან დაკარგული? სად არიან შემძვრალები? თუ რაღაც განცხადებას აკეთებ და ამდენ ხალხს აბოლებ, მორალური პასუხისმგებლობა მაინც აიღე!
თუ ახლაც კვდება, მოწამლულია, პოლიტიკაში მოდის თუ ბავშვს აჩენს თუ რას შვრება ეს ხალხი, გამაგებინეთ?“
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 ივნისს განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება გადაწყვიტა. მანამდე საააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, აცხადებდა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა აღარ აინტერესებდა.
მესამე პრეზიდენტი ასევე, აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმისთვის მოქალაქეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმს იწყებს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, მას სურს, რომ პირველ რიგში მოქალაქეების მოთხოვნები და აზრები გაიგოს.