LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იძახდნენ მომაკვდავიაო, ახლა მოცოცხლებულა, თუ მოცოცხლდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ „ვივა მედში“ კი არ უნდა წამოწვე, ამისთვის ციხის საკანია“ – ღუდუშაური სააკაშვილზე

189
fot

სააკაშვილზე იძახდნენ მომაკვდავი არისო, ახლა მოცოცხლებულა, თუ მოცოცხლდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ „ვივა მედში“ კი არ უნდა წამოწვე, ამისთვის არის ციხის საკანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხს, ღუდუშაური აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეობის მიღება მარტივდება, სააკაშვილს არ ეხება, რადგან ის აპატრიდი არ არის და უკრაინის მოქალაქეობა აქვს.

„მინდა გავიგო თქვენი აზრები, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს“ – მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

„ვივა მედის“ ბინადარს აქვს მოქალაქეობა, არანაირი აპატრიდი სააკაშვილი არ გახლავთ, სულ ტყუილად ცდილობთ საქართველოს პასპორტი როგორმე მიაჩეჩოთ და გულის ჯიბეში ჩაუდოთ. მან ერთხელ უკვე ამოიღო ეს პასპორტი და ფეხქვეშ გათელა, მეორეჯერ უარყო, რომ ქართველია და გვახსოვს, ქართულ ენაზე არ ისაუბრა, მერე გვახსოვს საუბარი, რომ საქართველო აღარ აინტერესებს.

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

აღარ მოვყვები ამ ხნის განმავლობაში მრავალეპიზოდიან სიცრუის კასკადს, რაც მან მოაწყო და საკუთარ თავს მოსწია. მას ეს არ ეხება, აქვს უკრაინის პასპორტი, იცის უკრაინული ენა და როგორც გაცხადებული აქვს, არ აინტერესებს საქართველო.

იმ პირებს, პოლიტიკოსებს, იურისტებს, ექიმებს, ჰკითხეთ – დღე-დღეზე რომ კვდებოდა, აპოკალიფსი რომ ხდებოდა, არაამქვეყნიური დაავადებები რომ სჭირდა, საქართველოს პოლიტიკა რომ აღარ აინტერესებდა, გვამის სუნი რომ ასდიოდა, ახლა ამ პროცესს რისი სუნი ასდის-თქო?! გადაეცით, თქვენს ამ მოქმედებას რისი სუნიც ასდის, ყველამ კარგად იცის-თქო”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ – ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g