LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

135
Untitled design

„დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა და თქვა, რომ რაც საზოგადოებამ იხილა „მარტივი სპექტაკლი და შოუ იყო“.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შესვლის შემდეგ ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა“.

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა, მისი სამარცხვინო განცხადებების და გამოსვლების მიუხედავად. შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინული ენის თარჯიმანი მოითხოვა, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა.

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ - ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

„მარტო სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინელი დამნაშავე და მკვლელიც რომ ყოფილიყო, ასეთი მოპყრობა მივიჩნევ, რომ არაადამიანური მოპყრობაა“.

ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მით უმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს.

რაც სააკაშვილმა ბოლო პერიოდში ჩაიდინა, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა – მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა, ამის შემდეგ, რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას ყოველ დღე ბოდიში უნდა მოუხადონ.

ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი, ასე ვთქვათ, სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს თამაში და სპეკულაციები იყო.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

მას შემდეგ, რაც მან სტრასბურგის სასამართლოდან საბოლოოდ მიიღო უარი, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაციები, სიმულაციები, გადაწყვიტა, რომ კარგად არის. მე მგონი, დღეს უკვე საზოგადოების არც ერთ წევრს, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, კითხვები აღარ რჩება.

სააკაშვილი: „რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?“

სააკაშვილის თემაზე საუბარი ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, მინდა ერთი რამ ვთქვა, ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ – ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ, რომლებიც მის ამ სპექტაკლს იცავდნენ – ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მთელს მსოფლიოში მიაყენეს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: „ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით.. მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს“

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g