LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით.. მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს“

151
Untitled design (3)

„ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით.. მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ჰგავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

„რეალურად, ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია. დადასტურებულია, რომ ერთი მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილისა და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით.

ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს. „ბიბისის“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, საიმედო ორგანიზაცია, გამოძიებით და არამხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება ჩავატარეთ, ეს თაღლითური სქემები რომ გამოგვეძიებინა. ათასობით პენსიონერია გაძარცული თქვენი მფლობელის, კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, მან და სააკაშვილმა ბიზნესი დაატერორა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა.

რაც შეეხება კითხვას, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს ამერიკაში ყოფილი ელჩი იაკობაშვილი იყო ჩართული ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში.

როგორც სააკაშვილმა დაიქირავა ლობისტური კომპანია და ოფიციალურად, მხოლოდ ერთ კომპანიაში, მილიონი დოლარი გადაიხადეს, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს, ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი.

არ სიამოვნებთ, მე რომ გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმაზე და ამაზე ღიად ვსაუბრობ. თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით. მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს.

მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g