LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გავიგო თქვენი აზრები, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს“ – მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

142
1687181018_img_7382

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, საკუთარ მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს.

„დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ“ – სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას აანონსებს

როგორც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას სურს, რომ პირველ რიგში მოქალაქეების მოთხოვნები და აზრები გაიგოს.

სააკაშვილი: „რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?“

„ოცნება“ არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული.

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე საქართველოს გულებიანი დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია „ოცნების“ პროტესტი.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.

მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა მომაქციონ თქვენგან იზოლაციაში „პუტინისტებმა“, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ – ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები