LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში

169
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

„დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ“ – სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას აანონსებს

„სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და სამწუხაროდ, ამ სიმულაციას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა უცხოელების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას და ტყუილებს, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას.

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ამ ადამიანების წრე.

„საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“ – კობახიძე

„საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. ეს უბრალოდ სირცხვილია“

600 დღე გვიმტკიცებდნენ, რომ ეს კაცი ყოველ დღე კვდებოდა. ალბათ, იცით სპექტაკლი ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში.

სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ – ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g