LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ამბობდნენ, სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა – კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას

125
fot (1)

„ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა. ახლა კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

როგორც კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს წასულა.

„იძახდნენ მომაკვდავიაო, ახლა მოცოცხლებულა, თუ მოცოცხლდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ „ვივა მედში“ კი არ უნდა წამოწვე, ამისთვის ციხის საკანია“ – ღუდუშაური სააკაშვილზე

„სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა, ეს იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი, რომ მაშინ ასე აწყობდათ, თითქოს, ის პოლიტიკაში არ ერეოდა. არადა, რეალურად, მას ამის უფლება კანონით არ აქვს, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს კიდევ იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული.

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

რეალურად, პოლიტიკისგან არასდროს ყოფილა დაშორებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და მილიონობით თანხა დახარჯეს ამაში – მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა. დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, პოლიტიკოსები.

კობახიძე: ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში

კონკრეტული პოლიტიკოსები, გამოდიოდნენ და ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ იმაში, რომ ეს ადამიანი კვდებოდა, რამეს ხომ არ ვაჭარბებ? ამბობდნენ იმას, რომ სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა და ა.შ. ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ – ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g