42 წლის ეშტონ კატჩერი და 37 წლის მილა კუნისი 20 წლის შემდეგ ეკრანზე ერთიანდებიან. ცოლ-ქმარი Super Bow-ის წარმდგენი ჩიფსის, Cheetos Crunch Pop Mix რეკლამაში გამოჩნდნენ.
ჯერჯერობით მხოლოდ ორი თიზერია გავრცელებული, დასრულებულ რეკლამას 7 თებერვალს ვიხილავთ. თუმცა, ვიდეოებით შეგვიძლია დავასკვანთ, რომ ჩიფსის რეკლამა საკმაოდ დრამატულია, მასში რეპერი შაგიც მონაწილეობს.
პირველ ვიდეოში კატჩერი მეუღლის ღალატის დამადასტურებელ ფოტომასალას ნახავს, შემდეგ ვიდეოში კი აცრემლებული მილა ეშტონის გადარწმუნებას ცდილობს. მოკლედ წინ ვარსკვლავური წყვილის საინტერესო კოლაბორაცია გველოდება.
შეგახსენებთ, ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა პირველად ერთად 20 წლის წინ გამოსულ კომედიურ სერიალში „70-იანების შოუ“ ითამაშეს.
https://www.youtube.com/watch?v=dblTA3ecAvY
https://www.youtube.com/watch?v=_UBmSKJGSFQ