ნანა ლორთქიფანიძე მამის, გიგა ლორთქიფანიძის გახსენებისას „დღის პოსტში“ ატირდა:
„ჩემთვის დიდი ადამიანი იყო… ადამიანი, რომლისთვისაც რჩევა უნდა მეკითხა. ძალიან ვენდობოდი მის რჩევებს და ვითვალისწინებდი… თვითონაც მტირალა იყო. ძალიან კარგი მამა იყო. უცებ აფეთქდებოდა, იყვირებდა, მაგრამ ეს არ იყო გულიდან. საკმარისი იყო, მოვფერებოდით… როგორც კი გრძნობდა, რომ მისი აზრი მაინტერესებდა, იმ წუთას ლბებოდა… მისი ყოველი გაბრაზება ხუთწუთიანი იყო…“