LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფრთამოტეხილი ვარ.. მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ტრისტანი აღარ არის, ძალიან მიჭირდა ხოლმე და ისე ამომდგომია გვერდში…“ – ბესო ბარათაშვილი ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება

325
ტრისტან სარალიძე

27 მაისს, 69 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მას მეგობრები, კოლეგები და რიგითი მაყურებლები დიდი სიყვარულით იხსენებენ და ემოციურად ემშვიდობებიან.

„ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის“ – მეგობრები და კოლეგები ტრისტან სარალიძეს ემშვიდობებიან

„რუსთავი 2“-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ რუბრიკაში ტრისტან სარალიძის შესახებ ისაუბრა მისმა კოლეგამ და მეგობარმა – ბესო ბარათაშვილმაც. მათ იუმორისტულ დუეტს კარგად იცნობს მაყურებელი სატელევიზიო პროექტიდან „სიცილის ზონა“.

„ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი, როგორც კარგ ადამიანს, სამაგალითო ქართველს და უნიჭიერეს მსახიობს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე

„არიან ადამიანები, რომლებსაც არ ივიწყებს არც ქვეყანა და არ ივიწყებენ არც ახლობლები, სწორედ ასეთი ადამიანია ტრისტანი – მას ყოველთვის გაიხსენებენ. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი.. მიჭირს იმის წარმოდგენაც, რომ ტრისტანი აღარ არის.

სხვადასხვა თეატრში ვიყავით, მაგრამ ტრისტანს ადრეც ვიცნობდი. გადაცემით „სიცილის ზონა“ ძალიან დავახლოვდით, სულ ერთად ვიყავით. ძალიან მიჭირდა ხოლმე და ისე ამომდგომია გვერდში, არ ვიცი… გადასარევი მსახიობი იყო. რომ იტყვიან, ფრთამოტეხილი ვარ, სხვა რა გითხრათ?!“ – ამობს ბესო ბარათაშვილი.

🫶💥 "სიცილის ზონა" ტრისტან სარალიძის გარეშე – ბესო ბარათაშვილი მის პარტნიორს ემშვიდობება

🫶💥 "სიცილის ზონა" ტრისტან სარალიძის გარეშე – ბესო ბარათაშვილი მის პარტნიორს ემშვიდობება

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

ცნობისათვის, ტრისტან სარალიძე იყო რუსთავის თეატრის მსახიობი, მონაწილეობდა თავისუფალი თეატრის სპექტაკლში, 1980 წლიდან კი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, სადაც 20-ზე მეტ სპექტაკლში განასახიერა საინტერესო გმირი.

მონაწილეობს თემურ ბაბლუანის 1980 წელს გადაღებულ ფილმში „ბეღურების გადაფრენა“, გამორჩეული კინოგმირი კი ასევე 1980 წელს, გიორგი შენგელიას მუსიკალურ კომედიაში შექმნა – მეველე „გივილო“ დღემდე, მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელი პერსონაჟია.

„სიყვარული ყველას უნდა“ რომ გამოვიდა, ისეთი პოპულარული ვიყავი, ქუჩაში ვერ დავდიოდი – ტრისტან სარალიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g