ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბენ აფლეკისა და მისი ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მათ უკანასკნელ ვიდეოს, რომელშიც ბენი ჯენის ეხუტება, დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ვიდეო: ბენ აფლეკთან ჩახუტების შემდეგ, ჯონ მილერი ჯენიფერ გარნერს ულტიმატუმს უყენებს
ყოველივე ამის ფონზე, 52 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში შვილებთან, 19 წლის ვაიოლეტთან და 16 წლის ფინთან ერთად გადაღეს. მედიის ცნობით, ქალიშვილებმა მამასთან უქმეები გაატარეს.
ბენი ვიდეოში განსაკუთრებულად უხასიათო და გაღიზიანებული ჩანდა. ვაიოლეტი მას ხელს ხვევდა და მის გამხნევებას ცდილობდა.
ბენ აფლეკი შვილთან სეირნობის დროს გადაიღეს, რომელიც თავს გენდერულად ნეიტრალურად მიიჩნევს


