LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გასახდელში „კვარამ“ ბოლო სიტყვა დატოვა და ეს ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი მუხტი ჰქონდა“ – რას იხსენებს გურამ კაშია და რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე

259
გურამ კაშია

18 ივნისს, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გამართავს და თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მანამდე, „ეროვნული ნაკრები“ ქომაგებს კიდევ ერთხელ ახსენებს თამაშს, რომელმაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა – დღეს, 17 ივნისს „ეროვნული ნაკრები“ საზოგადოებას შესთავაზებს ინტერვიუს, რომელშიც ფეხბურთელები გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 26 მარტის დაპირისპირებას საბერძნეთთან და იმ ემოციებს, რომლებიც მათ მოედანზე გასვლამდე ჰქონდათ. მანამდე კი, „ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს ანონსს, რომელშიც ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იხსენებს:

„ბოლო თამაში საბერძნეთთან რომ გვქონდა, გასახდელში „კვარამ“ ბოლო სიტყვა დატოვა და ეს ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი მუხტი ჰქონდა. გასახდელში ასეთ რაღაცებს მივესალმები“, – ამბობს გურამ კაშია.

„ჩემთვის ფინალი რაღაც ბრძოლაა, ისიც აღვნიშნე, რომ 60 000 ქართველს – გულშემატკივარიც ჩავთვალე – 11 ბერძენის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში.

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგად გადმოვეცი და რასაც მართლა გულით ვფიქრობდი, შევეცადე, ყველასთვის გამეზიარებინა“, – აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელია.

🇬🇪 🏟️ ხვიჩა კვარაცხელიას ნათქვამი სიტყვა გასახდელში, საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალამდე 🔜 სრული ვერსია 17 ივნისს….

Posted by ეროვნული ნაკრები on კვირა, 16 ივნისი, 2024

ცნობისათვის, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მინიმუმ, სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები