LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიცანით, ტომ! – 69 წლის ტომ ჰენკსი ნიუ-იორკის მეტროში პირბადით გამოიჭირეს

133
page

ნიუ-იორკის მეტროს მგზავრებს მოულოდნელი „ვარსკვლავური შეხვედრა“ ჰქონდათ. ერთ-ერთ ვაგონში მათთან ერთად იმყოფებოდა თავად ჰოლივუდის ლეგენდა, ტომ ჰენკსი.

მიუხედავად იმის, რომ ორგზის ოსკაროსანი მსახიობი სამედიცინო ნიღბით ცდილობდა ინკოგნიტოდ დარჩენას, მგზავრებმა ის მაინც შენიშნეს და ფოტოები და ვიდეო გადაუღეს.

69 წლის მსახიობი ყოველდღიური სტილით იყო წარმოდგენილი. მას ღია მწვანე ქურთუკი და სვიტერი ეცვა, აღნიშნულ „ლუქს“ კი მან ხასხასა მწვანე ქუდი შეუხამა.

რაც შეეხება ვარსკვლავის კარიერას, ჰენქსის ბოლო ნამუშევარია უეს ანდერსონის შავი კომედია, „ფინიკიური სქემა“ სადაც მსახიობმა დასამახსოვრებელი როლი შეასრულა.

68 წლის ტომ ჰენქსის იშვიათი გამოჩენა შვილიშვილთან ერთად

36 წელი ერთად – ტომ ჰენქსი საყვარელ მეუღლესთან ერთად ლოს-ანჯელესში სეირნობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები