LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე თავისი პატარა და მყუდრო სახლის შესახებ: „იყო სულ სხვა პროექტი, რომელიც სრულად დავანგრიე და გავუკეთე განახლება…“

692
გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძეს ახალ სახლში გოგოლა კალანდაძე ესტუმრა „ტვ პირველის“ კამერასთან ერთად.

გიორგიმ მას სიამოვნებით დაათვალიერა ტელეწამყვანის სახლი.

„არ მაქვს იმხელა სახლი, რომ დასათვალიერებელი იყოს, თუმცა ბევრს აინტერესებს. ეს არის ახალი შეძენილი, იყო სულ სხვა პროექტი, რომელიც დავანგრიე სრულად და გავუკეთე განახლება. ჩემი გემოვნებით და უახლოესი მეგობრების დახმარებით გადავწყვიტე, რომ ასე მომეწყო. მინდოდა, ამ პატარა სივრცეში ყველანაირი სივრცე ყოფილიყო. წესით, მარტო ცხოვრება უნდა დაწყებულიყო ძალიან ადრე, 16 წლის წინ, თანხაც გადახდილი მქონდა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ჩემი ოჯახი ძალიან კომფორტული და მეგობრული იყო, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს…“

გოგოლა კალანდაძის რუბრიკა გიორგი ნაზღაიძეს ესტუმრა

🏠 სახლი, სადაც ყოველთვის წესრიგია და მასპინძელი, რომელიც სტუმრებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნავს 👇 გოგოლა კალანდაძის რუბრიკა გიორგი ნაზღაიძეს ესტუმრა

Posted by დილის LIVE . Dilis LIVE on Saturday, May 11, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები