მაილი საირუსმა სიმღერაზე – Every Girl You’ve Ever Loved ვიზუალი ქსელში ოფიციალურად გაავრცელა. ნაომი კემპბელთან თანამშრომლობით შექმნილი ტრეკის მუსიკალურ რგოლში არტისტი და საკულტო სუპერმოდელი სექსუალური და მოდური იმიჯით წარდგნენ. კლიპში 90-იანებისა და Vogue-ის ესთეტიკა იკვეთება.
,,ჰანა მონტანა” და ,,შავი პანტერა” ვიდეოში ტიერი მუგლერის 1992 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის საარქივო ლუქებით პოზირებენ.
კოლაბორაციული ნამუშევრი საირუსის მეცხრე სტუდიური ალბომის – Something Beautiful და მისი თანხმლები მუსიკალური ფილმის ნაწილია. Disney +-სა და Hulu-ზე ფილმი, 30 ივლისიდან გამოჩნდება.
მაილი საირუსის მუსიკალურ ფილმში ნაომი კემპბელი მონაწილეობს
ცნობისთვის, პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელშიც ნაომი კემპბელი გამოჩნდა Bob Marley and the Wailers-ის 1978 წლის სიმღერაზე – Is This Love გადაღებული კლიპია. მაშინ, ის 7 წლის იყო.
