კალიფორნიაში, SAG Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამ წელს, ვარსკვლავებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები უფრო ადარდებდათ, ვიდრე მიღებული ჯილდოები. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ერთმანეთის მიყოლებით აფიქსირებდნენ პოზიციას, მთელი ჰოლივუდი მხარს უკრაინას უჭერს.
ლედი გაგა წითელ ხალიჩაზე „არმანის“ კაბაში გამოჩნდა, ინტერვიუში მან მხარი უკრაინას ღიად დაუჭირა.
„მიხარია, რომ ყველანი შევიკრიბეთ აქ, მსოფლიოში ახლა უამრავი რამ ხდება, მე უკრაინას ვგულშემატკივრობ, ვფიქრობ, დღეს ჩვენ ყველანი სწორედ ამ ამბის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ“, – აცხადებს ლედი გაგა.
gaga mentioning ukraine in a middle of an interview🥺 we really stan harder #SAGAwards pic.twitter.com/OOuM9KXxJm
— ᴘɪɴᴋɢᴀ 〄 (@pinkishgaga_) February 28, 2022
77 წლის ლეგენდარულმა მსახიობი, მაიკლ დუგლასი დაჯილდოებაზე უკრაინის დროშის სამკერდე ნიშნით გამოჩნდა.
„მე ვამაყობ იმით, რაც უკრაინელმა ხალხმა გააკეთა“, – განაცხადა დუგლასმა.