LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი წლების მანძილზე” – მარინა კახიანი მეუღლეს იხსენებს

384
befunky-collage-2024-03-25t001013.596-2024-03-25_00-10-24_636619

მარინა კახიანი გადაცემა ,,შუადღის” სტუმარია, რომლის ეთერშიც მსახიობმა მეუღლე, გია მატარაძე გაიხსენა და პირად ურთიერთობებზე ისაუბრა.

,,იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი წლების მანძილზე. როდესაც ძლიერი სიყვარულია, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა, მშობელი თუ მეუღლე, არავინ არსად არ მიდის და ეს კავშირი შენთან რჩება. უბრალოდ ცდილობ ტკივილი მიაძინო და სხვა რამეში გადაიტანო.

ხანდახან არტისტები ამას ვიყენებთ კიდეც. გია ჩემი უმთავრესი მამაკაცი იყო. ეს ერთდღიანი და ერთწლიანი ურთიერთობა არ იყო. ჩვენ 12 წელი ვიყავით ერთად. ეს არც ცოტაა და არც ბევრი. ხანდახან ურთიერთობები ინგრევა. სანამ გია ავად გახდებოდა, მანქანის ხმა გავიგე, აივნიდან გადავიხედე, გია დავინახე და გული ამიჩქარდა, ჩემს თავს ვკითხე, შენ ახლა შეყვარებული გოგონა ხარ თუ, უკვე 10 წელი ცოლ-ქმარი”, – საუბრობს მარინა კახიანი.

„არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ვიყო ამქვეყნად და ამ თეატრში არ მოვდიოდე“ – მარინა კახიანის #ფორტუნასთორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g