ხალხური სიმღერების შემსრულებელი ილო მახარაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ უყვება თავისი სოფლის ცხოვრების შესახებ, სადაც მეცხვარეა.
„მე ვარ საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავიდან. მყავს დიდი ოჯახი, ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის მეძროხეობა და მეცხვარეობა. მესაქონლეობა დიდი პაპისგან გვაქვს შემონახული. პაპაჩემის წვალებას და შრომას ვაფასებ და მაგიტომ მივსდევთ ოჯახი ამ საქმიანობას…
სოფლის ცხოვრება განსხვავდება ქალაქის ცხოვრებისგან. სხვანაირად იწყება აქ დილაც… რომ თენდება, მიხარია სახლიდან გასვლა და ფერმაში, ვენახში წასვლა, შრომაც გიხარია, სხვა ხალისი აქვს ყველაფერს…შრომის მერე ყველაფერს სხვანაირი მადლი აქვს…
რაც წამოვიზარდე და ჭკუაში ჩავვარდი, მას მერე ვარ გატაცებული ქართული ხალხური ფოლკლორით. მინდა, ცხოვრების ბოლომდე მივყვე და ვემსახურო ამ საქმეს… იმდენად ხშირად ვმღერი მინდორში, რომ ცხვრებმა და ძროხებმაც სიმღერა დაიწყეს…“