ინდოეთში მორიგი მასობრივი ქორწილი გაიმართა. ცერემონია გუჯარათის შტატში ჩატარდა და მისი ორგანიზატორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ფონდი იყო. ამჯერად ქორწილმა 129 წყვილი გააერთიანა.
საქმე ისაა, რომ ეს ფონდი ქორწილებს ხშირად აორგანიზებს იმ წყვილებისთვის, ვისაც ოცნების ასრულება ფინანსური პრობლემების გამო არ შეუძლია.
წელს ცერემონია განსაკუთრებული იყო, რადგან წყვილებს არამხოლოდ ოჯახის შექმნაში დაეხმარნენ, არამედ ძალიან კარგი საჩუქრებიც გადასცეს. მათ შორის საკმაოდ ძვირად ღირებული ავეჯი, რათა სოციალურად დაუცველ ახალ დაქორწინებულებს ოჯახური ცხოვრების დაწყებაში ნამდვილად დაეხმარება.