LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირმა სოხაძე „გაიღიმეს“ შესახებ: „სიმღერა, რომელიც დაიწერა ბავშვებისთვის, რომელიც აიტაცეს ქომაგებმა და მთელმა საქართველომ, არ შეიძლება, ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული…“

416
ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე „გაიღიმეს“ შესახებ „დღის პოსტის“ ეთერში კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ არ სურს, მისი და გია მაჭარაშვილის სიმღერა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით იყოს გამოყენებული:

„რაც შეეხება ჩემი და გია მაჭარაშვილის სიმღერას „გაიღიმე“. ყველა საინფორმაციო საშუალება მირეკავს, მათ შორის უცხოურიც. რა ხდებაო? არაფერი ხდება მნიშვნელოვანი. ხალხმა ეს სიმღერა ისე აიტაცა და ისე უყვარს, სლოგანადაც შეიძლება ადამიანმა გამოიტანოს. რამდენჯერმე შევხვდი, რომ ადამიანები არეულობას აპირებენ და გვაქვს სლოგანი „ზღაპრის ბოლო კეთილია“, ეს საუნდტრეკი გვაქვსო. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ – სიმღერა, რომელიც დაიწერა ბავშვებისთვის, რომელიც აიტაცეს ქომაგებმა და მთელმა საქართველომ, არ შეიძლება, ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. აბსოლუტურად ვემიჯნებით ყველა ასეთ სურვილს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g