LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისტორია, რომელიც ჯერ არ „გამისთორია“ – 3 აგვისტოს ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე, მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება: სიმღერაზე უკვე „გასთორეს“ გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა

265
გიორგი გასვიანი

3 აგვისტოს – Mono Hall ბათუმში – პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართება.

მისი სოლო კონცერტები გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია.

აღსანიშნავია, რომ სოლო კონცერტზე, მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.

„ისტორია“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ანრი 3 აგვისტოს წარადგენს.

„მქონდა პატივი პირველს მომესმინა“ – წერს მაკა ზამბახიძე.

„იიიფ, რა ჰიტი ცხვებააა,“ – აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.

„განსხვავებული საუნდია წინებისგან და ეს შესანიშნავია“

„კიდევ ერთი საოცრება გველოდება ფაქტია“

„როგორ ველოდებით“ – წერენ ანრის ფანები.

აღსანიშნავია, რომ ანრის ახალი სიმღერაზე ვიდეო უკვე „გასთორეს“ მარიტა მელიქიშვილმა და გიორგი გასვიანმა.

„ჩვენ უკვე გავსთორეთ,“ – წერს გიორგის მეუღლე და კადრებს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები