ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკულ ფესვებს დაუბრუნდა და წლების შემდეგ მეტროთი პირველად იმგზავრა, რამაც საზოგადოების დიდი გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია.
56 წლის არტისტი, რომელიც ბრონქსშია დაბადებული, ნიუ-იორკის მეტროში შენიშნეს. ლოპესი მგზავრების ყურადღებისგან თავის არიდებას მაქსიმალურად ცდილობდა. მას გრძელი ქურთუკი ეცვა და შავი ბეისბოლის ქუდი ეხურა. მიუხედავად ამისა, მგზავრებმა მალევე ამოიცნეს ის და ჯეი ლო ყურადღების ეპიცენტრშიც მოხვდა.
როგორც გაირკვა, მილიონერი ვარსკვლავი მეტროში უბრალოდ სამგზავროდ არ ჩასულა. ის ინტერნეტ-შოუს SubwayTakes-ის გადაღებაში მონაწილეობდა, სადაც თავისი ახალი ფილმის, „სამსახურებრივი რომანის“ პოპულარიზაციას ეწეოდა.
ვიდეო: ქალიშვილის გენდერის შეცვლის შემდეგ ჯეი ლო პირველად გამოჩნდა
Jennifer Lopez filming Subway Takes in New York City. pic.twitter.com/sCI6IuAnJa
— Jennifer Lopez Updates (@JLopezUpdate2) June 2, 2026