დღეს „კარტიეს“ შესახებ ვიდეორგოლი, LOVE IS ALL (სიყვარული ყველაფერია) გავრცელდა, მოდის სახლმა ამბასადორები შეკრიბა და თავბრუდამხვევ კამპანიაში გააერთიანა.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილიც მონაწილეობს, ის გასულ წელს სამკაულების ბრენდის ამბასადორი გახდა. მას პარტნიორობას ისეთი ვარსკვლავები უწევენ, როგორებიც მონიკა ბელუჩი, ლილი კოლინზი, უილოუ სმიტი, მეისი უილიამსი და სხვები არიან…
2 წუთიანი ვიდეოს მიზანია უნივერსალურ და მარადიულ სიყვარულს გულწრფელი პატივი მიაგოს. ცნობისთვის, ვიდეორგოლის გადაღებები პარიზში, ლოს-ანჯელესსა და შანხაიში მიმდინარეობდა.
ხატია ბუნიათიშვილის შთამბეჭდავი დეკოლტე და კარტიეს „კოლიე“
https://www.youtube.com/watch?v=GH9fT1jlJPU