LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კრის ბრაუნმა სადებიუტო დისკის საიუბილეო ტურნე დააანონსა

146
5308328d-dd5f-49f2-8a6d-d99f6fa0

2025-ში, კრის ბრაუნის მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 20 წლის იუბილე აღინიშნება. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი – Chris Brown, 2005 წლის 29 ნოემბერს გამოვიდა. დისკს წილად, კომერციული წარმატება და კრიტიკოსების დადებითი შეფასება ხვდა. შედეგად, მომღერალს კარიერის საწყის ეტაპზევე, ,,გრემის” ორი, ,,საუკეთესო ახალი არტისტისა” და ,,საუკეთესო თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის” ნომინაცია მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკელმა შემსრულებელმა გულშემატკივარი მოულოდნელი განცხადებით გააოცა. The 11:11 Tour-ის დასკვნით პერფორმანსზე, მან სახელობითი ლონგფლეის საიუბილეო, 20 წლის აღსანიშნავი ტურნე დააანონსა.

,,მომავალ წელს შევხვდებით”, – მიმართა 35 წლის არტისტმა მსმენელს, თუმცა სხვა დეტალები არ გაუმხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები