LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლაზარე გრიგორიადისის დედის ემოცია, როცა შვილის შეწყალების შესახებ გაიგო

336
Untitled design (9)

„ნოემბერში რომ ჩამოვედი, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს“, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე მას შეიწყალებდა და მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში. ყველა ძალიან გვერდში გვედგა და ლაზარეს გულშემატკივრობდნენ დიდი ხანი. ეს საამაყოა და გულის ამაჩქროლებელი. არ დამიშვია არც ერთი დღე, რომ 9 წელი ციხეში იჯდებოდა“. – განაცხადა თამთა კალანდაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის,  პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, დილის 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

ნიკა გვარამია: „ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g