ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს.
კადრში ქალი ქარელის რაიონიდან გვიყვება, რომ არუნის ვიდეოებმა მკერდის სიმსივნის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა შეაძლებინა.
„თვითგასინჯვით, ყველანაირი სიმპტომის გარეშე აღმოვაჩინე ბატონი არუნის ვიდეოს დახმარებით მკერდის სიმსივნე. ექიმმა მითხრა დროულად მოხვედიო“, – ამბობს მოქალაქე.
„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა, ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სიცოცხლეებზეა საუბარი, როგორ გადაარჩინა ქალბატონმა თავისი სიცოცხლე როცა ჩვენს რჩევას მოუსმინა“, – წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.
