LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ჩემი და მეტროსთან ყვავილებს ვყიდდით“ – ბებიის აჯიკის რეცეპტის დაწყებული ბიზნესი და გზა წარმატებამდე – გურული გიორგი ჩხაიძის ისტორია

256
გიორგი ჩხაიძე

გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გადამღები ჯგუფი საინტერესო ადგილებისა და გმირების აღმოსაჩენად გურიას ესტუმრა. გადაცემამ გასული ეპიზოდის სტუმრები მაყურებლების რჩევით შეარჩია. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა გიორგი ჩხაიძე, რომელიც საკუთარ ისტორიას მაყურებელს უყვება.

გიორგი ჩხაიძე პროფესიით აგრონომია. განათლების მიღების შემდეგ, ის საკუთარ კუთხეს დაუბრუნდა, ბიზნესი წამოიწყო, ბებიის რეცეპტით აჯიკის დამზადება დაიწყო და ოჯახი დაასაქმა.

გიორგი ვრცლად საუბრობს, თუ რა გზა გაიარა წარმატების მისაღწევად და ასევე იხსენებს პერიოდს, როდესაც სტუდენტი, დასთან ერთად, თბილისში ყვავილებს ყიდდა:

„სტუდენტი რომ გავხდი და თბილისში ჩავედი, ვხედავდი, რომ ადამიანები ყვავილებს [ნარცისებს] ყიდდნენ, სოფელში სულ ნარცისებია, რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, ამას მოვჭრი და გავყიდი-მეთქი. თავიდან მერიდებოდა, პირველ კურსზე, გოგოებთან… მე და ჩემი და მეტროსთან ვიდექით და ყვავილებს ვყიდდით, რომ შევატყვეთ, რომ ერთ დღეში 300-400 ლარი ვიშოვეთ, აღარ გვერიდებოდა“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g