მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჟურნალისტ ხატია ქირიას „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც გარშემომყოფების კეთილგანწყობაზე და სხვა ადამიანებისთვის ამბის გაზიარებაზე ისაუბრა.
ნინი ბადურაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ალალია, თუმცა, ბოლო პერიოდში ცდილობს ნაკლები ილაპარაკოს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ნათქვამს სხვა ინტერპრეტირებას უკეთებენ.
„მე ძალიან ალალი ვარ. ზედმეტადაც კი და ამან, გარკვეულწილად, ბევრ რაღაცაში შემიშალა ხელი… შენ რომ გგონია, რომ ის, მეორე ადამიანი გულწრფელად გისმენს, შენს ემოციას იზიარებს, შენს ტკივილს და ა.შ… თურმე, ეს ასე არ არის. მიდის და სხვანაირად ატრიალებს ამ ამბავს… ეს ყველაფერი ვისწავლე უკვე და ვიცი, სად უნდა დავაჭირო ენას კბილი… ვისთან, რა უნდა ვთქვა“, – აცხადებს ნინი ბადურაშვილი.
