ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „შუადღის“ ერთ-ერთ რუბრიკაში, რომელშიც სტუმრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებით საუბრობდნენ, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა პატრიარქის შესახებ ემოციურად ისაუბრა.
როგორც ტარიელ ხარხელაურმა აღნიშნა, პატრიარქი ამ ქვეყნიდან მაშინ გაემგზავრა, როდესაც ერი და ნიადაგი მზად იყო გაერთიანებისთვის.
„მე მინახავს, პატრიარქი რომ ტიროდა, როცა ქვეყნის სასარგებლო საქმეს შესთავაზებდა და არავინ ყურს არ უგდებდა.
მე მახსოვს პატრიარქი აცრემლებულიც – ძალიან ბევრჯერ. ამ კაცს ყველაფერი, ყველა ნაბიჯი ჰქონდა გათვლილი, რა დროს რა ნაბიჯი უნდა გადაედგა. ესეც კი გათვალა – როცა ერი და ნიადაგი მზად იყო გაერთიანებისთვის, პატრიარქი მაშინ გაემგზავრა ამ წუთისოფლიდან. გაემგზავრა იქ, საიდანაც უფრო გამოგვადგება.
ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „მამული, ენა, სარწმუნოება“.
პატრიარქმა ბრძანა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
მამულის, ენის და ღმერთის დვრიტა [საფუძველი] ადამიანია, ადამიანის გარეშე არც ერთი არაა, ამიტომ დააბრუნა ისევ ადამიანთან…“ – თქვა ტარიელ ხარხელაურმა.
„როდესაც პატრიარქად აკურთხეს, გაგვაერთიანა… წასვლით ბევრად უკეთესად გააკეთა“ – ტარიელ ხარხელაური
