მომღერალი ნინო ქათამაძე მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთ სიმღერას უზიარებს საზოგადოებას და აღნიშნული პოსტით საზოგადოებას ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს.
„მე ვუძღვნი ყველას, ამ სიმღერას ვინც დარდობს, ღიმილით ათბობს ხალხს, განიცდის წამს, სიკეთის წამს… ვინც გრძნობას დარაჯობს, ვინც მეგობარს არ დათმობს, ვინც ხეტიალში ცრემლს დაღვრის უამრავს, ვისაც მზის ჩასვლა არასდროს უნახავს, ვინც სიბრძნეს თაობებს უნახავს…
ვისაც უფეთქავს გულში ადამიანთა დარდი, ვინც გაზაფხულით თვრება, ვისაც შენ შეუყვარდი, მას ვინც აქ აღარ არის ხმად იქცა ქარის და მღერის, ფერისცვალების ფერის სიმღერას…
ფერისცვალებას გილოცავთ“, – წერს ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში.