ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია „იმედის“ ეთერში საკუთარი ქორწილის დღესა და სამზადისს იხსენებენ.
ნანუკა:
ჩვენ გვინდოდა ჩვენს მეჯვარეებთან ერთად გაპარვა და ბაგრატის ტაძარში ჯვრისწერა. რაზეა ლაპარაკი, გავიპაროთო. კახუ, ჩვენი ოჯახის წევრები არ გამოიპარონ ჩვენთან ერთადო? აბა, რა, გამოიპარონო. გამოვიყვანე სცენაზე ბიძაშვილი, ბიძაშვილის შვილი… 51 კაცი ვართ. კახუნას ხომ უნდა გაეთანაბრებინა – ჩემი უბანია ჩემი ბიძაშვილებიო… მერე მეც დავამატე ჩემი უბანი… მოკლედ, რესტორანში ყოველდღე ვრეკავდით, ის კაცი ყვიროდა, ამ დარბაზში არ ეტევა ამდენი ხალხიო…
